ჩვენ შესახებ

„ლიდერ კრედიტი“ 2011 წელს დაარსდა და იმავე წელს მოიპოვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი, რის შემდეგაც წარმატებით აგრძელებს ფინანსურ საქმიანობას. კომპანია, რომელიც დღეს 400-მდე თანამშრომელს აერთიანებს, ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის სწრაფი, მარტივი და სანდო სერვისების მიწოდებაზე.

ორგანიზაციის სათაო ოფისი თბილისშია განთავსებული, ხოლო ფართო ქსელი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 44 ფილიალს მოიცავს, ფუნქციონირებს რუსთავში, ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, მარნეულში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში და ხაშურში.  აღსანიშნავია, რომ „ლიდერ კრედიტი“ მომხმარებელს უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში ემსახურება.

კომპანიის მრავალფეროვანი მომსახურება მოიცავს ოქროსა და ვერცხლის ლომბარდს, ავტოლომბარდს, ასევე ვალუტის კონვერტაციისა და ფულადი გზავნილების სერვისებს.