თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ
კონფიდენციალურობის შეტყობინება
თქვენს მიერ შევსებულ აპლიკაციაში ან/და გაგზავნილი რეზიუმეში ასახული პერსონალური მონაცემები, შპს „მისო ლიდერკრედიტი“ -ს (ს/კ:406045649, info@leadercredit.ge) (შემდგომში - „კომპანია“ ან/და „ჩვენ“) მხრიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დამუშავდება ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე), ,,ბ“ (მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად), ,,გ“ (მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით), ,,ი“ (დამუშავებისათვის პასუხიმგებელი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი), ,,კ“ (მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად) ქვეპუნქტებისა და მე- 6 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ან დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად) შესაბამისად.
თქვენს მიერ სისტემაში მონაცემების ასახვის გარეშე, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა ამ ვაკანსიაზე.
წინასახელშეკრულებო ეტაპზე შპს „მისო ლიდერკრედიტი“ -ს მიერ შესაძლებელია დამუშავდეს თქვენი შემდეგი პერსონალური მონაცემები:
- სახელი, გვარი, მობილურის ნომერი, ელ.ფოსტა;
- თქვენს მიერ ატვირთულ რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია;
- თქვენი პორტფოლიო (მოთხოვნის შემთხვევაში);
- ტესტირების შედეგი და შეფასება (არსებობის შემთხვევაში);
- ავტომატიზებული დამუშავების შედეგი (არსებობის შემთხვევაში).
თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის ტესტირებაში მონაწილეობის შემთხვევაში ტესტის პასუხსა და შეფასებას) ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 თვის განმავლობაში.
ჩვენ, თქვენი მონაცემების დამუშავების პროცესში, ვიყენებთ უფლებამოსილი პირის - შპს "სელფ.ჯი"-ის (info@self.ge) მომსახურებას, რომელიც მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს ჩვენი კომპანიისთვის, ჩვენს მიერ გაცემული მითითებების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათი უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, მონაცემები უფლებამოსილ პირს გადაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოთხოვნა და ამასთან, ასეთი მესამე პირი იკისრებს მონაცემთა სათანადო წესით დამუშავების და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შევსებული აპლიკაცია ან/და გაგზავნილი რეზიუმე შენახულ იქნება 1 წლის ვადით სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიხმოთ გაცემული თანხმობა შპს „მისო ლიდერკრედიტი“ -სათვის ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) ფორმით მიმართვის გზით, შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:
- ელ.ფოსტა: info@leadercredit.ge;
- ცხელი ხაზი: (+032) 273 00 73.
ნაწილობრივი ავტომატური ფორმით მონაცემთა დამუშავება
კომპანიის სისტემაში თქვენს მიერ შევსებულ აპლიკაციაში ან/და გაგზავნილ რეზიუმეში ასახული ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალის გამოყენებით დამუშავდება თქვენი დასაქმების მიზნით, რეზიუმეში არსებული თქვენი მონაცემების წინასწარ განსაზღრული კრიტერიუმების შესაბამისად, ვაკანტური პოზიციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თქვენ მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის დადგენის გზით, რაც აუცილებელია თქვენსა და შპს კომპანიას შორის ხელშეკრულების დასადებად ან/და კომპანიის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე (სათანადო კანდიდატის არჩევა, რეზიუმეებში მითითებული მონაცემების ეფექტიანი ანალიზი). ამასთან, გაცნობებთ:
ა) გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ნაწილობრივ ავტომატიზირებული ფორმით - გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილია კომპანიის მხრიდან ადამიანური რესურსის ჩართულობა;
ბ) AI ფუნქციონალის გამოყენების პროცესში, თქვენი მონაცემების გადაეცემა ხორციელდება ამაზონის ღრუბლოვან სერვერზე (AWS) გერმანიაში, სადაც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები;
გ) ნებისმიერ დროს შემიძლია მოითხოვოთ ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალის გამოყენებით თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. ამასთან, ამ შემთხვევაში, კომპანიის მიერ შეწყდება თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში AI-ის გამოყენება.
თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებები (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება, მონაცემთა დაბლოკვის უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება, გასაჩივრების უფლება) გარანტირებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს კონსულტაციისთვის და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - შპს მონაცემთა დაცვის გუნდი
საკონატქტო ინფორმაცია - info@dpt.ge, ტელ: 577 55 11 93.
საზედამხედველო ორგანოსთვის მიმართვა:
თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ საზედამხედველო ორგანოს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული უფლებების ნებისმიერი დარღვევის შესახებ.
პერსონალურ მონაცემთან დაკავშირებული თქვენი უფლებების რეალიზების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:
- მისამართი: თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. №7 / ბათუმი, ბაქოს ქ. №48
- სატელეფონო ნომერი: +995 32 242 1000;
- ელ. ფოსტის მისამართი: sao@sao.ge
- ვებსაიტი: https://pdp.sao.ge/ka
სასამართლოსთვის მიმართვა:
გარდა კომპანიისა და საზედამხედველო ორგანოსთვის მიმართვის უფლებისა, რომლის რეალიზებაც შეგიძლიათ ზემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს, თქვენი უფლებების დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაში.