თანხმობა მონაცემების ნაწილობრივი ავტომატიზირებული ფორმით დამუშავებაზე (მათ შორის პროფაილინგზე)

თანახმა ვარ, შპს „მისო ლიდერკრედიტი“ -ს სისტემაში ჩემს მიერ შევსებულ აპლიკაციაში ან/და გაგზავნილ რეზიუმეში ასახული ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალის გამოყენებით, დამუშავდეს ჩემი დასაქმების მიზნით, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად რეზიუმედან ჩემი მონაცემების ექსტრაქციის ან/და ვაკანტური პოზიციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ჩემს მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის დადგენის გზით. ამასთან, ინფორმირებული ვარ რომ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხორციელდება ნაწილობრივ ავტომატიზირებული ფორმით - გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილია შპს „მისო ლიდერკრედიტი“ -ს მხრიდან ადამიანური რესურსის ჩართულობა. ასევე, ნებისმიერ დროს შემიძლია გამოვიხმო თანხმობა შპს „მისო ლიდერკრედიტი“ -სათვის ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) ფორმით მიმართვის გზით, შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით (ელ.ფოსტა: info@leadercredit.ge; ცხელი ხაზი: (+032) 273 00 73). AI ფუნქციონალის გამოყენების პროცესში, ჩემი მონაცემების გადაეცემა ხორციელდება ამაზონის ღრუბლოვან სერვერზე (AWS) გერმანიაში, სადაც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები.

ინფორმაცია ნაწილობრივი ავტომატიზირებული ფორმით დამუშავების პროცესში გამოყენებული ლოგიკის შესახებ:

თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია ავტომატურად მუშავდება სისტემის მიერ. სისტემა რეზიუმიდან გამოაქვს (ამოიცნობს) შესაბამისი მონაცემები, როგორიცაა, მაგალითად: საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, პროფესიული უნარები, კვალიფიკაცია, სერტიფიკატები, ენების ცოდნა, ინტერესები და სხვა რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია.

ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი რეზიუმეს შესაბამისობის შესაფასებლად, აღნიშნულ მონაცემებს შესაძლოა მიენიჭოს სხვადასხვა მნიშვნელობა (წონა), დამსაქმებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. ამის საფუძველზე სისტემა ავტომატურად აფასებს, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი რეზიუმე კონკრეტულ ვაკანსიას და შესაბამისობის შედეგს გამოხატავს პროცენტული მაჩვენებლით.